Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გარდაბნის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
ambebi.ge
12 October 2017, 17:22
ქვემო ქართლში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო - შპს „თელეთის ყველის სახლი“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მამუკა კვარაცხელიამ გახსნეს.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნილი საწარმო „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა.

ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარია.

კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ყველს - მათ შორის /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას, რისთვისაც კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი.

საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის - HACCP - ის დანერგვას.

„სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენს რეგიონში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეს, სახელმწიფოს ხელშეწყობით, კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მეურნეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და ადგილზე 20 ადგილობრივია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვემო ქართლში ამოქმედდა 20 ახალი და გადაიარაღდა 131 საწარმო,“ - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძე.





წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი